''ბათუმის ტალღა 2018'' - საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნა. პროგრამაშია მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიება სამოდელო სააგენტოს მოდელებმა კოლექციის ჩვენებით გახსნეს. ორგანიზატორის განცხადებით, ღონსიძიებას 200-მდე მონაწილე ჰყავს. მათ შემოქმედებას საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. რიგით მესამე ფესტივალში საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, კვიპროსისა და ავსტრიის შემოქმდებითი ჯგუფები მონაწილეობენ.