შესაძლოა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია გაფართოვდეს

27 ივნისი 2018, 00:00 1274 ნახვა

 „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი 33 პირის ვინაობა ცნობილია. მათ შორის არიან  დავით გურწიევი და  ალიკ ტაბოევი. 33-ვე პირი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ  სიის შემადგენლობა გაიზარდოს, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ დოკუმენტში არ ფიგურირებენ რუსეთის მოქალაქეები. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“  მსჯელობა ჯერ პარლამენტში არ დაუწყიათ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი