10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი

26 ივნისი 2018, 00:00 1633 ნახვა

მთავრობის სტრუქტურაში 14-დან 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება – ასეთია ქვეყნის მცირე მთავრობის კონცეფცია, რომელიც დღეს მთავრობის წევრებს ახალმა პრემიერმა კიდევ ერთხელ წარუდგინა.

როგორც მამუკა ბახტაძე ამბობს მთავრობაში კონსულტაციები დასრულებულია, თუმცა განახლებული მინისტრთა კაბინეტის შესახებ მას კონკრეტულად არც დღეს უსაუბრია.

ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გამართულ პირველ სხდომას სამი მინისტრი: კახი კახიშვილი, თეა წულუკიანი და მიხეილ ჩხენკელი არ ესწრებოდნენ.

რის ხარჯზე მცირდება სამინისტროების რაოდენობა და კონკრეტულად, რა სტრუქტურული ცვლილებები დაანონსა მამუკა ბახტაძემ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში