როგორ აისახება მცირე მთავრობის კონცეფცია აჭარაზე

22 ივნისი 2018, 00:00 1885 ნახვა

შეეხება თუ არა პრემიერ მინისტრის ახალი ინიციატივა - მცირე მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ აჭარას ეს მას შემდეგ გამოჩნდება, რაც რეგიონის მთავრობა ახალ სტრუქტურას ჩამოაყალიბებს.

ახალი სტრუქტურის შემუშავებისა  და რეორგანიზაციისთვის მთავრობას დრო წლის ბოლომდე აქვს. კონსულტაციები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს შორის უკვე დაწყებულია.  ახალი სტრუქტურის შემუშავება აჭარის მთავრობის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა საბოლოოდ ის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

ცვლილება  კონსტიტუციის ახალი რედაქციითაა გამოწვეული, რომლის თანახმადაც აჭარის მთავრობას აღარ აქვს უფლება დაქვემდებარებაში ჰქონდეს საქვეუწყებო დაწესებულებები. დეპარტამენტები და სხვა საქვეუწყებო დაწესებულებები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ან სამინისტროებად უნდა გადაკეთდეს, ან არსებულ სამინისტროებთან გაერთიანდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი