პასუხობს თუ არა სამთავრობო გეგმა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს? - შეფასება

22 ივნისი 2018, 00:00 2054 ნახვა

პასუხობს თუ არა პრემიერ მინისტრის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო გეგმა ხალხის მოთხოვნას? მოქალაქეთა ნაწილი ქვეყნის მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს, მესამე სექტორი აქცენტს მართლმსაჯულებაში არსებულ ხარვეზებზე აკეთებს, ოპოზიცია კი ახალ პრემიერს სიღარიბის დაძლევის გზების ბუნდოვანებაზე მიუთითებს.

ამასთან ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხაზგასმით ამბობენ რომ სამთავრობო გეგმაში საერთოდ არაა ასახული პასუხი ბოლოდროინდელ პროტესტზე.

როგორც იცით მასშტაბური საპროტესტო აქციები ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას, სამართალწარმოებასა და შრომით უფლებებს მოჰყვა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი