12 ხმით ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო უმაღლესი საბჭოს 12-მა წევრმა. 9 დეპუტატმა კი არა. კენჭისყრა ფარული იყო. მანამდე კი სხდომა თითქმის სამი სათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეპუტატების შეკითხვებს ზურაბ პატარაძე საათზე მეტ ხანს პასუხობდა, მანდემდე კი უამღლ;ესი საბჭოს წევრებს სამოქმედო გეგმა გააცნო. კითხვა პასუხის შემდეგ რიგგარეშე სხდომაზე ტრიბუნა, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების გამოსვლებს დაეთმო. მათ 5 წუთი მიეცათ იმისთვის, რომ კანდიდატი შეეფასებინათ. მოგვიანებით თავიანთი პოზიცია უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებმაც დააფიქსირეს