ურჩიეს თუ არა სამართალდამცველებმა მწერალს განცხადება არ დაეწერა, ამ ფაქტს გენინსპექცია დაადგენს

22 ივნისი 2018, 00:00 1577 ნახვა

მწერალი ზურა აბაშიძეს, ჰომოფობიის ნიადაგზე, თბილისში უცნობი მამაკაცი თავს დაესხა. მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აბაშიძის თქმით, პოლიციაში მისულს, სამართალდამცველები განცხადების დაწერას არ ურჩევდნენ. 

პოლიციელებმა გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას გენერალური ინსპექცია დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მწერალი და მისი მეგობრები უწყებაში გასაუბრების მიზნით დაიბარეს.  

„ფეისბუქზე“ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა გავრცელებული პოსტის ავტორი და მისი მეგობრები გასაუბრების მიზნით სამინისტროში დაიბარა. 

გენერალურმა ინსპექციამ კი დაიწყო აღნიშნული ფაქტის შესწავლა, რათა დადგინეს ჰქონდა თუ არა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი, იმ შემთხვევაში თუ დანაშაულის ნიშნები გამოვლინდება დაიწყება გამოძიება'' - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

რაც შეეხება თავად ფაქტს, გამოძიება დაიწყო ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ეე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში