კონსულტაციები მმართველ გუნდში

21 ივნისი 2018, 00:00 1727 ნახვა

მამუკა ბახტაძე პრემიერ მინისტრის რანგში დღეს მუშაობას შეუდგა. მან დღესვე მოაწერა ხელი მინისტრების დანიშვნის შესახებ ბრძანებებს. მინისტრთა კაბინეტს პარლამენტის უმრავლესობამ გუშინ გამოუცხადა ნდობა, თუმცა როგორც იცით პრემიერის გარდა, მინისტრების ნაწილი რამდენიმე კვირაში კვლავ შეიცვლება. იგეგმება სამინისტროების შემცირება.

საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ბიუროს ფორმატში დღესვე დაიწყო “ქართული ოცნების” ოფისში. მმართველ პარტიასთან ერთად პრემიერ-მინისტრი განიხილავს სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც უმრავლესობის ლიდერებმა განაცხადეს საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ სახეებზე, საუბარი იყო სამინისტროების შერწყმაზე, თუმცა როგორც “ქართული ოცნების” წევრები ამბობენ ეს არ გამოიწვევს თანამშრომელთა გათავისუფლებას.

ჯერ-ჯერობით არ კონკრეტდება რომელი სამინისტროების გაერთიანება იგეგმება. უმრავლესობის წევრები ამბობენ რომ საბოლოო დოკუმენტის შესამუშავებლად მთავრობას რამდენიმე დღე დასჭირდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი