ბათუმში მაღაზია გაძარცვეს

21 ივნისი 2018, 00:00 4535 ნახვა

ბათუმში, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში, მაღაზია გაძარცვეს. სავაჭრო ობიექტიდან ფული და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი წაიღეს. ობიექტის მეპატრონის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 6 საათზე მოხდა. მაღაზიაში სამი უცხო პირი შევიდა. 

დაზარალებულები ყვებიან, რომ ობიექტის გვერდით პატარა ოთახი აქვთ, სადაც ღამით რჩებიან. სწორედ ამიტომ ისინი ქურდობის თვითმხილველები გახდნენ. 

''ხმაური გავიგონეთ. მაღაზიაში სამი ადამიანი დავინახეთ, ერთი სიგარეტების დახლთან იდგა, რომ შეგვნიშნეს, გაიქცნენ'' - იხსენებს დაზარალებული. 

მაღაზიაში დამონტაჟებული ვიდეოთვალის ჩანაწერები, მეპატროენეების თქმით, პოლიციელებმა  წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს. დადგენილია დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო ორ კვირაში, 26 მაისი ქუჩაზე ძარცვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 12 ივნისს აღნიშნულ მონაკვეთზე უცხო პირებმა ქალს ოქროს ყელსაბამი ჩამოგლიჯეს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი