“საქართველოს ევროპული გზა”-კონფერენციის II დღე

15 ივლისი 2016, 00:00 4642 ნახვა

“საქართველოს ევროპული გზა” საერთაშორისო კონფერენციის მეორე დღე საქართველოს პრეზიდენტთან დიალოგის რეჟიმში დაიწყო. გლობალური უსაფრთხოების ფორუმის თავმჯდომარესთან რასტისლავ კაჩერთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე ევროპულ მისწრაფებებსა და ღირებულებებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ყოველთვის გამოირჩეოდა თავისუფალი საზოგადოებით და მუდამ იყო ევროპული ოჯახის შთამომავალი. კონფერენციაზე კი დღის განმაულობაში ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ანტიდასავლური პროპაგანდისა და რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის შესაძლებლობები. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში