მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს 

21 ივნისი 2018, 00:00 1746 ნახვა

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი და განახლებული მინისტრთა კაბინეტი ყავს. ახალი მთავრობა უფლებამოსილი მხოლოდ 2-3 კვირით იქნება. სამ კვირაში მამუკა ბახტაძემ საკანონმდებლო ორგანოს ნდობის გამოცხადებისთვის ოპტიმიზირებული და რეორგანიზებული მინისტრთა კაბინეტი უნდა წარადგინოს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი რომ  14 სამინისტროდან 11 დარჩება. საუბრობენ სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს, კულტურისა და განათლების, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების გაერთიანებაზე.

მინისტრები არ აკონკრეტებენ დარჩებიან თუ არა ახალ შემადგენლობაში. მთავრობის ხელახალი ნდობის გამოცხადება და საჭიროა პარლამენტმა ოპტიმიზების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღოს. გუშინ საკანონმდებლო ორგანომ 99 ხმით 6-ის წინააღმდეგ ახალი მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა დაამტკიცა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი