ზურაბ პატარაძე სახელმწიფო რწმუნებულად გუშინ დაინიშნა

15 ივლისი 2016, 00:00 3313 ნახვა

საქართველოს პრეზინდეტმა აჭარაში სახელმწიფო რწმუნებულად ზურაბ პატარაძე და მისი ადმინისტრაცია გუშინ დანიშნა. ამის პარალელურად, ქვეყნის პირველმა პირმა პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარუდგინა. გადაწყვეტილების შესახებ გიორგი მარგველაშვილმა უმაღლეს საბჭოში გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტმა წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის არჩილ ხაბაძეს მადლობა გადაუხადა. ზურაბ პატარაძის მიმართ მისი მთავრი გზავნილი კი აჭარაში უმაღლესი ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარებაა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია კი შემდეგი შემადგენლობით განისაზღვრა: ლევან გორგილაძე, სულიკო თებიძე, რამაზ ბოლქვაძე და იოსებ აბულაძე. ადმინისტრაცია რეგიონის ოთხივე მინისტრის მოადგილით დაკომპლეტქდა.

ამავე კატეგორიაში