ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში

16 ივნისი 2018, 00:00 1233 ნახვა

ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ფაქტზე მთელი ღამის განმავლობაში კითხავდენენ ქართული ოცნების დეპუტატებს.ინციდენტის მონაწილეები დეტალებზე არ საუბრობენ.

ბესიკ ქათამაძის მხარდამჭერ აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა მონაწილეები თავდაპირველად მერიის შენობასთან შეიკრიბნენ სადაც დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთი პირი დააკავეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს და დაკავებულის განთავისუფლებას ითხოვდნენ.

ბესიკ ქათამაძის განთავისუფლების შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა მასთან კონსულტაციები გაიარეს. ისინი ითხოვენ დეპუტატის ცემის ფაქტი დროულად იქნეს გამოძიებული. ინციდენტში მონაწილე ქართული ოცნების დეპუტატებს კი შეუჩერდეთ მანდატი. 

ამავე კატეგორიაში