ლევან ვარშალომიძის ბრიფინგი

14 ივლისი 2016, 00:00 5911 ნახვა

აჭარაში სახელმწიფო რწმუნებულის დანიშვნას აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გამოეხმაურა. ლევან ვარშალომიძემ საგანგებო ბრიფინგზე ფაქტს ავტონომიური რესპუბლიკის და კონსტიტუციის შეურაცხყოფა უწოდა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კონსულტაციებზე მივიდნენ, მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი რწმუნებულად უკვე დანიშნული, ადმინისტრაცია კი დაკომპლექტებული დახვდათ. ვარშალომიძისთვის გაუგებარია რის საფუძველზე გადააყენა პრეზიდენტმა ადგილობრივი მთავრობა. ვარშალომიძე ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

ამავე კატეგორიაში