ზაზა  სარალიძე  შსს-ში  გამოკითხვაზე  იმყოფებოდა

15 ივნისი 2018, 00:00 1512 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც მან უწყებაში შესვლამდე განაცხადა ის გამოძიებასთან, პროკურატურასთან და ექსპერტებთან მიმართებაში თავის პრეტენზიებზე ისაუბრებს.

ზაზა სარალიძემ დღეს პროკურატურას მიმართა და ბორის კაკუბავას წინააღმდეგ შეტანილ განცხადებაზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.  როგორც მან განაცხადა, პროკურატურას დაახლოებით, ორი თვის წინ მიმართა, რათა კაკუბავას მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მისცემოდა.

სარალიძის შეფასებით, მთავრობის დათხოვნა მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს. ზაზა სარალიძე,ახალი პრემიერის დანიშვისთანავე მასთან შეხვედრას მოითხოვს. ის ყველა პირის დაკავებას ითხოვს, ვინც მისივე თქმით, დანაშაულს ხელს აფარებდა და ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი