სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები აიღეს

11 ივნისი 2018, 00:00 1641 ნახვა

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. არეულობა ქაშუეთის ეკლესიასთან მოხდა, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს სამართალდამცველების მანქანებში ეძებდა. მას რამდენიმე გაფრთხილება მისცეს, მოცილებულიყვენენ ავტომობილებს, თუმცა პარტიის წევრებმა არ გაითვალისწინეს.

არსებული ინფორმაციით, სხვა პირებთან ერთად, დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია.  აქციის მონაწილეების თქმით, აქცია რომელიც ჯერ 14 შემდეგ კი 18 საათზე დაანონსდა, მაინც ჩატარდება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი