''საქმის მასალებში შესაძლო სხვა დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა'' - ომბუდსმენი

10 ივნისი 2018, 00:00 1310 ნახვა

სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო   მოზარდების მკვლელობის საქმეში არსებულ ყველა  კითხვას გასცემს პასუხს.  ომბუდსმენის აპარატი საქმეს ორი მიმართულებით სწავლობს:

ერთი, რამდენად ჩატარდა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები ან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები რამდენად საკმარისი იყო; მეორე, რამდენად არიან გამოკვეთილი საქმის მასალებში კონკრეტული პირები, რომელთა პასუხისმგებლობის იდენტიფიცირება შესაძლებელია.  

ნინო ლომჯარიას განცხადებით,  დანაშაულის დაფარვის ნაწილში იკვეთებოდა არა მხოლოდ იმ პირთა პასუხისმგებლობის საფუძველი, რომლებიც 9 ივნისამდე იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი, არამედ, სხვა პირებისაც. აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით, ან საერთოდ არ ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი