სასამართლო პროცესი აქციის ფონზე

09 ივნისი 2018, 00:00 6657 ნახვა

თენგიზ თავდგირიძეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას პროკურორი დავით ხარძეიშვილი ძარცვას, იგივე სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ედავება. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს, როგორც სასამართლო სხდომაზე აღნიშნა მას 2010 წლიდან  დევნიან და ხორციელდება ზეწოლა, მიზეზად კი წარსულში ნასამართლეობას ასახელებს. სასამართლო პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობდა, სასამართლო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ და გამაფრთხილებელი აქცია გამართეს, მათი მოთხოვნაა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ, მათ ხელვაჩაურის პოლიცია დაკავებულის მიმართ დევნასა და ზეწოლაში დაადანაშაულეს.

დაკავებულის ინტერესებს ადვოკატი მალხაზ ზოიძე იცავს, მისი მტკიცებით იყო საფუძვლები იმისა, რომ თენგიზ თავდგირიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეფარდებოდა. თენგიზ თავდგირიძე  ჯერ 30 მაისს ჯავახიშვილის ქუჩაზე დააკავეს, იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით, ამ საქმეზე სასამართლომ ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, სწორედ გათავისუფლების მეორე დღეს მოხდა მისი დაკავება უკვე სხვა ბრალდებით. წინასასამართლო სხდომა 18 ივნისს 13  საათზე ჩაინიშნა. ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბრალდებებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უწყებაში კომენტარი არ გაკეთებულა

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი