''რომეო და ჯულიეტა'' - მოზარდმაყურებელთა თეატრში კვირას პრემიერაა 

08 ივნისი 2018, 00:00 1547 ნახვა

„რომეო და ჯულიეტას“ თანამედროვე ინტერპრეტაციას ნახავს მაყურებელი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში. პრემიერა კვირას გაიმართება. ჩვენებები 13 და 19 საათებზეა ჩანიშნული. სპექტაკლზე ბათუმელ მსახიობებთან მოწვეული რეჟისორი მუშაობს. ნიკოლოზ ჩიკვაიძე კლასიკური პიესის სცენარში საქართველოში მიმდინარე პროცესებს ასახავს. სპექტაკლში მთავარი როლის შემსრულებლებს სკეიტები აცვიათ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი