მოზარდების მკვლელობის საქმე - საპარლამენტო კომისიის და შსს-ს საგამოძიებო მოქმედებები

07 ივნისი 2018, 00:00 1803 ნახვა

საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პრემიერი, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები – ქვეყანაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენის ობიექტურად გამოძიების იდეის ირგვლივ ყველა მხარე გაერთიანდა.

ახლა უკვე ჯერი შედეგზეა, რომელიც მაქსიმუმ რამდენიმე თვეში უნდა დადგეს, მინიმუმ კი რამდენიმე დღეში. სწორედ უახლოეს დღეებში აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ხელახალი გამოძიების ამ დროისთვის არსებული შედეგების შესახებ. დღეს საგამოძიებო ორგანოში კიდევ ერთხელ გამოკითხეს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი.

სუბელიანთან ერთად ირაკლი შოთაძეს დაიბარებენ სავარაუდოდ პირველ რიგში საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

სხდომები ოფიციალურად ხვალიდან დაიწყება, დღეს კი, თავმჯდომარე სერგი კაპანაძე შეხვდა მესამე სექტორის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს და ზაზა სარალიძეს. სარალიძემ მთავრობას ვადა 10 ივნისამდე მისცა. სწორედ 3 დღეში ელის მოკლულის მამა კონკრეტულ ნაბიჯებს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი