ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული სწავლების ჟურნალისტიკის სპეციალობის კურსი დასრულდა. ეს სპეციალობა უნივერსიტეტში უკვე სამი წელია ისწავლება.
სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ პარალელურ რეჟიმში ჟურნალისტიკის სპეციალობასაც დაეუფლონ. უნივერსიტეტში შექმნილია ფოტო-ვიდეო სტუდია, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ შეისწავლონ და თავადაც შექმნან ფოტო-ვიდეო ნამუშევრები. ბათუმის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სპეციალობის აკრედიტაციის მისაღებად ემზადებიან.