დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება

07 ივნისი 2018, 00:00 1650 ნახვა

მოზარდების მკვლელობის საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. დღეს კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდა. დღესვე დაგეგმილია შეხვედრა სახალხო დამცველთანაც.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სარალიძის საქმის დეტალური შესწავლისთვის შეხვედრა არასამთავრობო  სექტორთან გამართა. მან 20-მდე  ორგანიზაციისგან მოისმინა  თუ რა ინფორმაციას ფლობენ  სარალიძის საქმის შესახებ . კომისიასთან  თანამშრომლობას აპირებს ზაზა სარალიძე. ის ადვოკატთან ერთად უკვე შეხვდა  სერგი კაპანაძეს და ასევე ხვალ სხდომის დაწყებამდე  კაპანაძეს საქმის მასალებით     ზაზა სარალიძე და ნესტან ლონდარიძე კვლავ შეხვდებიან .რის შემდეგაც სხდომა დაიწყება და კაპანაძის განცხადებით სავარაუდოდ პირველიო საკითხი კომისიის სხდომაზე სარალიძის  გამოკითხვა

კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა  ნაციონალურმა მოძრაობამ , ისინი სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

შსს  მინისტრის მოადგილის ინფორმაციით  საქმეზე მოკვლევა სახალხო დამცველმაც დაიწყო,   სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ახალი დეტალები გამოიკვეთა რასაც  გამოძიება ყურადღებას მიაქცევს ,ყველა გამოვლენილი  დამნაშავე სათანადოდ დაისჯება. 

პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისია 17 წევრისგან შედგება, სადაც ცხრა წარმომადგენელი „ევროპული საქართველოდანაა“, ექვსი – „ქართული ოცნებიდან“, ერთი – „პატრიოტთა ალიანსიდან“.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი