რეგიონში ლვოვიდან ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. მათთვის დღეს რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ტურიზმის განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. ტუროპერატორები მთიან აჭარასაც ეწვევიან.
ლვოვიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები წელს პირველად იწყება და ინფოტურის ორგანიზება სწორედ ახალ ფრენების დანიშვნას უკავშირდება. პირველი რეისი ხვალ არის დაგეგმილი და ის ყოველ სამშაბათს და პარასკევს განხორციელდება.