30-წლიანი პაუზის შემდეგ, შესაძლოა აჭარაში აბრეშუმის წარმოების ტრადიცია დაბრუნდეს. დღეს აბრეშუმის ძაფის გამოყვანის პროცესი ფერმერებს “აგროსერვის ცენტრში” აჩვენეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს გამქრალი დარგის ხელახალი პოპულარიზაციის მიზნით, თანადაფინანსების პროგრამა შეიმუშაოს.
ამ ეტაპზე საუბარია აბრეშუმის პარკების შეგროვებასა და ექსპორტზე გატანაზე, სამომავლოდ კი არ გამორიცხავენ მიმღები საწარმოს მშენებლობასაც, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა.
სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი