გუშინ, ვაკის პარკში მიმდინარე აქციის დროს, საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოქალაქეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.
''შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ვ.მ. და 1964 წელს დაბადებული ლ.ა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 - ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულებმა მიმდინარე წლის 3 ივნისს, თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზე, გამარჯვების პარკში მიმდინარე აქციის დროს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს'' - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფაქტთან დაკავშირებით განმარტებები ომბუდსმენმა გუშინვე გააკეთა. მისი თქმით, გამოხატვის რა ფორმას აირჩევენ მოქალაქეები, ეს მათი გადასაწყვეტია.
''სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, მე მაქვს თმენის ვალდებულება'' აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი გუშინ, ვაკის პარკში ზაზა სალარიძესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.