ტურისტების სტატისტიკა

13 ივლისი 2016, 00:00 4467 ნახვა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაისში აჭარაში ტურისტების 18,69 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. უწყების ინფორმაციით, მაისის განმავლობაში რეგიონს 44, 567 ტურისტი სტუმრობდა. ბოლო 5 თვის განმავლობაში აჭარაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,50 %-ით არის გაზრდილი. საზღვრის მონაცემების მიხედვით კი, ვიზიტორთა ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ორი კვარტლის მონაცემებით, საჰაერო ტრანსპორტით აჭარაში 42 ათას 268 მგზავრი ჩამოფრინდა. განსაკუთრებული ზრდა კი ირანიდან და ყაზახეთიდან შემოსულ ვიზიტორებზე ფიქსირდება.

ამავე კატეგორიაში