დაკითხვა- გამოკითხვა მოზარდების მკვლელობის საქმეზე

03 ივნისი 2018, 00:00 1718 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეზე დაკითხვაზე დღეს ინციდენტის სხვა თვითმხილველებსაც ელოდებიან. 5 არასრულწლოვანი და ერთი პედაგოგი გუშინ დაიკითხა. მათ დეტალებზე არ უსაუბრიათ, როგორც აღნიშნეს გაუთქმელობის პირობა აქვთ დადებული. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები შესაძლებელია კიდევ ერთხელ დაიბარონ უწყებაში. უფლებადამცველების თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე ახალი კითხვა, მათ შორის ერთ – ერთი ხომ არ მომხდარა ზეწოლა არასრულწლოვნებზე.  თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს.

ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.  ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილს სასამართლომ 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს  9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი