ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს, სხვა მოწმეების დაკითხვა კი დღის მანძილზე იგეგმება. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.
მანამდე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდება.ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს 10 წლითა და 6 თვით და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ.ამავე საქმეზე სასამართლომ განაჩენი 31 მაისს სხდომაზე დაადგინა.