არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ხელისუფლებას

02 ივნისი 2018, 00:00 1453 ნახვა

სოლიდარობა სარალიძისა და დადუნაშვილის ოჯახებს. ადამიანის უფლებებზე მომუშავე 16 არასამთავრობო ორგანიზაცია  და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც აღნიშნულია საზოგადოების შეშფოთება პირველ რიგში გამოწვეულია სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში პოლიტიკური კორუფციისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური სტანდარტების უგულებელყოფის პრაქტიკებით.

პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, რომელთა უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა სისხლის სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროებში რეფორმების წარმართვა, ვერ მოახერხეს აღნიშნული ფუნქციის შესრულება. ბოლო პერიოდის გახმაურებულ საქმეებში აშკარად დადგა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების პრობლემა, რასაც ეფექტიანი გამოძიება არ მოჰყოლია. კიდევ რაზეა გამახვილებული ყურადღება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი