მე ვიქნები ჩართული და გავაკონტროლებ პროცესებს - გიორგი კვირიკაშვილი

01 ივნისი 2018, 00:00 1652 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის ჩართული იქნება გამოძიების პროცესში და გააკონტროლებს. 

''არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან.  მოკლული ახალაგაზრდა კაცის მამასთან. გავაკეთე ეს მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციები იყო მოსალოდნელი. ყველამ დაინახა, რომ ჩემი მისვლა იქ მდგომი ადამიანების აბსოლუტურად უმრავლესობამ მიიღო პოზიტიურად. ხოლო პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა არ მომცა საშუალება, გამეკეთებინა ჩემი განცხადება - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა ბრიფინგზე. 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაიბარებს. 

''ხვალ დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან. გამოძიების პროცესში ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია ჩაერთვება და უხელმძღვანელებს. მე კი ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და აქტიურად გავაკონტროლებ''. 

საქართველოს პრემიერმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ისაუბრა. 

„მეორე რაც მინდა ვთქვა – დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. უმოკლეს ვადაში რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი, დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც, რამდენადაც ვიცი, კარგიც იქნება, რომ უმცირესობა იყოს წარმოდგენილი უმრავლესობის სახით. უმოკლეს პერიოდში დაიწყებს კომისია მუშაობას იმ პერიდოში, რა პერიოდშიც იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის კანცელარიაში გიორგი კვირიკაშვილის ბრიფინგი გაიმართა. 

მანამდე კი პრემიერ მინისტრი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მივიდა. აქციის მონაწილეებმა გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ საქართველოს პრემიერმა ტერიტორია დატოვა.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი