ბათუმში მოქალაქეებმა ევროპის (ერას) მოედანზე აქცია დაანონსეს.
"აქცია ბათუმში! დღეს, ევროპის მოედანზე, 6 საათზე შემოგვიერთდით სიმართლისა და სამართლიანობის დასაცავად! ყველა ჩვენგანმა უნდა დაუჭიროს მხარი შვილმკვდარ მშობლებს! #ნუმომკლავ!" - წერია სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, დღეს დავით სალარიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი ნაწილობრივ გაამართლა. მას გადაუკვალიფიცირდა ბრალი და განზრახ მკვლელობის ნაცვლად, მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, უცნობი რჩება, ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები დავით სალარიძეს, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.