სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რჩება კითხვა, ვინ არიან სარალიძის მკვლელები - ბრალდებული პირის ადვოკატი

31 მაისი 2018, 00:00 1841 ნახვა

სასამართლოს გადაწყვეტილებას -  ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრუწლოვანის საქმეზე ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი ნაწილობრივ გაამართლა. 

ადვოკატ ნესტან ლონდარიძის თქმით, “ერთ-ერთი ბრალდებული გამართლდა დავით სარალიძის საქმესთან მიმართებით, მაგრამ დამნაშავედ ცნენ ლევან დადუნაშვილის საქმესთან მიმართებით. მეორე ბრალდებულს კი, დავით სარალიძის საქმესთან მიმართებით, ბრალი  - მკვლელობის მცდელობა  გადაუკვალიფიცირდა.''

სასამართლო ცალკე იმსჯელებს, თუ სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთის რა  ზომას  გამოიყენებს.

მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილი მოზარდების მიმართ, სახელმწიფო ბრალდება, სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვს. არასრულწლოვანებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით აქვთ წარდგენილი. არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, სასჯელის უმაღლესი ზომა 12 წლით  თავისუფლების აღკვეთაა.

სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ. 

ბრალდებული პირების ადვოკატები ამბობდნენ, რომ რჩება მთავარი კითხვა, ვინ არიან ის პირები,  ვინც მოკლა დავით სალარიძე? 

"სასამართლომ ვერ გარისკა გაემართლებინა ეს არასრულწლოვნები, თუმცა გადაწყვეტილებამ აშკარად გააჩინა კითხვები. ახლა მთავარი კითხვაა ვინ მოკლა დავით სალარიძე?" - განაცხადა ​ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ. 

"12 ჭრილობა, რომელიც დაზარალებულს მიაყენეს, ის პირები არ არინ დასჯილები. სასამართლოს გადაწყვეტილება მეტყველებს პროკურატურის უსუსურობაზე, თუმცა ამ მტკიცებულებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალი არ იკვეთება" - ამბობს ეკა მაჭარაშვილი, "გაოცებული ვარ ამ განაჩენით, წინასწარი შეცნობით მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი, როცა მან მხოლოდ ერთი ჭრილობა მიაყენა".  

 სალარიძის მამა აცხადებს, რომ მას სისტემა დაუპირისპირდა და ის ამ სისტემას შეებრძოლება.  ითხოვს, როგორც ბრალდებული არასრულწლოვნების, ისე იმ პირების დასჯას, რომლებსაც "სისტემა ხელს აფარებს"

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი