სირიის გადაწყვეტილება - გამოხმაურება საქართველოსა და ამერიკაში

30 მაისი 2018, 00:00 1667 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს – სახელმწიფო დეპარტამენტი მკაცრად გმობს სირიის რეჟიმის განზრახვას, დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან. სირიის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა საპარლამენტო უმრავლესობამაც.

“ასადის რეჟიმმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას,“– აცხადებენ მმართველი გუნდის დეპუტატები. ოპოზიცია კი ხელისუფლებას არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას უწუნებს და პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს იბარებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი