ამ წუთებში ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახიშვილის 24 ნომერში სამართალდამცველები იმყოფებიან. სავარაუდოთ, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველები იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე აწარმოებენ გამოძიებას.