სომხეთს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი

28 მაისი 2018, 00:00 1561 ნახვა

სომხეთი პირველი რესპუბლიკის დაარსების  100 წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სომხური დიასპორის ორგანიზებით, ბათუმში საზეიმო მიღება გაიმართა.

მიღებას დიასპორის წარმომადგენლები, სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში და აჭარის მთავრობის წევრები დაესწრნენ. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ სომეხ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

საზეიმო მიღებაზე ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი