გერმანიაში  ქართველები  დააკავეს

28 მაისი 2018, 00:00 1823 ნახვა

გერმანიის ქალაქ დრეზდენში, მიგრანტთა მიღებისა და დროებითი განთავსების ცენტრში დაახლოებით 50 კაცი პოლიციელებს თავს დაესხა. დაკავებულია საქართველოს ოთხი მოქალაქე. გერმანული მედიის ინფორმაციით, ორ ქართველს შორის კამათი მოხდა, რის გამოც დაცვის სამსახურმა პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე მისვლის შემდეგ პოლიციამ სიტუაციის განმუხტვა შეძლო, თუმცა 50-მდე მიგრანტი პოლიციელებს თავს დაესხა. შეტაკების შედეგად დაშავდა ორი პოლიციელი და დაცვის სამსახურის ერთი თანამშრომელი. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების გამოძახება გახდა საჭირო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი