''ცენტრ-პოინტის'' საქმე

12 ივლისი 2016, 00:00 4458 ნახვა

''ცენტრ პოინტის'' საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატის განმარტებით, პროკურატურას ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს, თუმცა კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა დღეს იწურება. გამოძიება მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე "ცენტრ პოინტ აჭარის" დირექტორ ირაკლი მინდელსა და გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანს, რომლებიც ორი დღის წინ დააკავეს, მენაშენეთა თანხების მითვისებას ედავება. საუბარია ბათუმში არსებული, "თეთრი მაგნოლიას" პროექტზე. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა 20-მდე მილიონი ლარი მიითვისეს. გუკა რჩეულიშვილზე საგამოძიებო უწყება ძებნის გამოცხადებას გეგმავს, ვინაიდან მასზე დაკავების ორდერია გაცემული. მაია რჩეულიშვილის მიმართ კი, სისხლის სამართლებრივი დევნა, როგორც გუშინ ძლოვან უწყებაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავების გარეშეა დაწყებული.

ამავე კატეგორიაში