ბათუმში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი ''ოქროს დელფინი'' გაიმართება. ფესტივალი 25 მაისს გაიხსნება, 3 დღის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში, ჩატარდება კონცერტები, კონკურსები და დაჯილდოება. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კი ფესტივალის მონაწილეები ცენტრალური პარკიდან ანბანის კოშკამდე საზეიმო კოსტიუმირებულ მსვლელობას გამართავენ.
დაგეგმილია ექსკურსიებიც. თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ''ოქროს დელფინი” წელს მე-18 იმართება. მასში ანსამბლები 13 ქვეყნიდან მონაწილეობენ. ისინი დღეს ბათუმის მერს შეხვდნენ.