სამხედრო კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საკითხები განიხილეს გაერო-ს უშიშროების საბჭოში, დებატებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდა.
მიხეილ ჯანელიძემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზე. ჯანელიძის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და ჰუმანიტარული საკითხების რეგულირება საერთაშორისო სამართალს უნდა ეფუძნებოდეს.