საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ევროპულ სასამართლოში ზეპირი მოსმენა დასრულდა

23 მაისი 2018, 00:00 1857 ნახვა

საქართველო ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია. ევროპული სასამართლო სათათბიროდ გავიდა. რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე დიდმა პალატამ დღეს ზეპირად მოისმინა სახელმწიფოთაშორისი დავის ფარგლებში მხარეთა არგუმენტები. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. მათ შორის მითითებულია რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია სიცოცხლის უფლება.

“რუსეთმა ჩაიდინა სამარცხვინო ქმედება და სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა თავდასხმაზე” “რუსეთის დანაშაულის ყველაზე უტყუარი მტკიცებულება თავად ვლადიმერ პუტინისგან მოდის, რომელმაც 4 წლის წინ თავად განაცხადა რომ გეგმა გენშტაბმა მოამზადა” – განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა დღევანდელ ზეპირ მოსმენაზე. სიმბოლურია რომ მოსმენა საქათველოსთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი თარიღის 26 მაისის დადგომამდე 3 დღით ადრე გაიმართა. რაზე გააკეთეს აქცენტი საქართველოს ინტერესების დამცველებმა და რაზე აკეთებდნენ აქცენტს რუსეთის წარმომადგენლები.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი