ხულოს მერიას შენობას თურქი ბიზნესმენი გაურემონტებს

22 მაისი 2018, 00:00 4240 ნახვა

ხულოს მერიის ახალი შენობის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონამდე ლარს ბიზნესმენი დახარჯავს. “ეს იქნება ინვესტორის საჩუქარი ხულოს მუნიციპალიტეტისთვის” - ამბობს მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. მთავრობის წარმომადგენლები კომპანია “მეტროს” საჩუქარს მნიშვნელოვანს უწოდებენ და ამბობენ, რომ მთის კურორტების განვითარებასთან ერთად აუცილებელია სერვისების ერთიან სივრცეში მიწოდებაზე ზრუნვაც.

პრეზენტაციას გალიფ ოზთურქიც ესწრებოდა, ბიზნესმენის წარმომადგენელი ირწმუნება რომ მთავრობისგან სანაცვლოდ არაფერს ელის, თუმცა ამ ქმედებაში შესაძლო საფრთხეს ხედავენ მესამე სექტორში.

ცნობისთვის ბიზნესმენის მხრიდან ბოლო პერიოდში სახელმწიფოსთვის საჩუქრის გაღების ეს მეორე შემთხვევაა აჭარაში, პირველად მანქანები აჩუქა ტურიზმის დეპარტამენტს და უმაღლეს საბჭოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა და ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში