პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა პირველი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსტან გამართა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო.