ლიტვის პრეზიდენტის ვიზიტი

20 მაისი 2018, 00:00 1487 ნახვა

25 მაისს საქართველოს ლიტვის პრეზიდენტი ეწვევა. დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს პრეზიდენტს , პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს  შეხვდება. ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ნატო-ს სამიტი იქნება. საუბარი შეეხება ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირებს, ლიტველი და ქართველი ხალხის მეგობრობას, ევროკავშირთან ურთიერთობებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ლიტვის პრეზიდენტი 26 მაისს ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი