აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 24 მაისს იგეგმება

19 მაისი 2018, 00:00 1623 ნახვა

აბაშიძისა და კარასინის მორიგი შეხვედრა 24 მაისს იგეგმება. პრაღის ფორმატი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხების განხილვას ითვალისწინებს.

ზურაბ აბაშიძის  განცხადებით, გრიგორი კარასინთან შეხვედრისას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხზე, აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას. იქნება თუ არა პრაღაში საუბარი  რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის მომზადების შესახებ, ჯერ უცნობია.

ამავე კატეგორიაში