ამ დრომდე დახურულია კლუბი “ბასიანი,” მფლობელები ფინანსურ ზარალზე საუბრობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ იქ ჯერ კიდევ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
სპეცოპერაციისა და აქციების შემდეგ 12 მაისის ღამის განხილვის გარდა, შეხვედრაა დაგეგმილი სამინისტროსა და “თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრებს შორის ნარკოპოლიტიკაზე და გასატარებელ რეფორმაზე სამსჯელოდ.
თუმცა ეს შეხვედრა ჯერ-ჯერობით არ შემდგარა. პარალელურად ცნობილია რომ გარკვეული ვადაა დაწესებული პარლამენტისთვის რათა მმართველი გუნდი შეჯერდეს ერთიან მიდგომაზე.