კონსულტაციების მოლოდინი

11 ივლისი 2016, 00:00 2758 ნახვა

არჩილ ხაბაძის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დატოვებიდან 6 დღე გავიდა, თუმცა ამ დრომდე საქართველოს პრეზიდენტს მისი შემცვლელის ვინაობა არ დაუსახელებია. ამ თანამდებობაზე გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე მხოლოდ ერთი კანდიდატი საქართველოს ელჩი ყაზახეთში, ზურაბ პატარაძე მოიაზრება. უმაღლესი საბჭოს “ქართული ოცნების” წევრები პრეზიდენტისგან კონსულტაციებში მონაწილეობას ელოდებიან. კანონმდებლობის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილს კანდიდატის უმაღლეს საბჭოსთვის წარსადგენად 10 დღიანი ვადა აქვს. წარდგენილი კანდიდატს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ახალი მთავრობის თავმჯოდმარის არჩევის შემდეგ დაკომპლექტდება მინისტრთა ახალი კაბინეტი. ხაბაძის მთავრობის წევრები ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებლები არიან. 

ამავე კატეგორიაში