უბნის ოფიცრები უბნის ინსპექტორების ნაცვლად - გიორგი გახარიას ახალი ინიციატივა 

18 მაისი 2018, 00:00 2549 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ახალი სახელითა და ახალი ფუნქციებით, საქართველოში უბნის ინსპექტორების ნაცვლად, უბნის ოფიცრები იმუშავებენ. გიორგი გახარია თქმით, ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმა უკვე არსებობს. სულ მალე კი კადრების შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდება. 

მინისტრი ამბობს, რომ უბნის ოფიცრის პოზიციაზე მხოლოდ თბილისში 365 ადამიანია საჭირო. 80 სპეციალისტის გადამზადება უკვე მიმდინარეობს. 

‘’თანამდებობრივი პოზიციები, მაგალითად, როგორიც არის უბნის ინსპექტორი, გამომძიებელი, არის მხოლოდ და მხოლოდ დასახელება და გამოიყენება მხოლოდ სახელფასო გრადაციისთვის. შინაარსობრივი სპეციალიზაცია ამ დასახელების უკან აღარ არის. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ ის, რომ დღეს ხდება სპეციალიზაციების მკაფიო გამიჯვნა. გამოიყოფა ცალკე საგამოძიებო კომპონენტი და უკვე დავიწყეთ ტესტირება ამ მიმართულებით. საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქს და უახლოეს პერიოდში მოგახსენებთ ამ მონაცემების შესახებ. გვექნება ცალკე ჩამოყალიბებული საგამოძიებო კომპონენტი და რაც ყველაზე მთავარია და რისი ყველაზე დიდი იმედიც გვაქვს ეს გახლავთ ე.წ. უბნის ინპექტორები, რომელსაც უახლოეს პერიოდში ახალი სახელი და ახალი ფუნქციები ექნებათ, იმუშავებენ უბნის ოფიცერი. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე შექმნილი გვაქვს მათი კონკრეტული სამოქმედო გეგმა. თბილისი მასშტაბით ჩვენ ასეთი პოზიციის გვჭირდება 365 ადამიანი. 80 ადამიანის მომზადება უკვე დაწყებულია. სულ მალე გამოცხადდება რია კონკურსი საქართველოს მოქალქეებისთვის'' - განაცხადა გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 

საქართველოს პარლამენტში დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი