შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში ხვალ 16 საათზე მივა

17 მაისი 2018, 00:00 1347 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარიას დეპუტატები შეკითხვებს ხვალ დაუსვამენ. მინისტრი სავარაუდოდ, დღის 4 საათისთვის წარდგება კანონმდებლების წინაშე. ოპოზიციას კითხვები აქვს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებული აქცენტი თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე გაკეთდება.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მინისტრი ყველა შეკითხვას პასუხს სრულყოფილად გასცემს. თუმცა გარკვეული კითხვები მათაც აქვთ. პარლამენტში მინისტრის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატების გამართვაა დაგეგმილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი