დღეს მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

17 მაისი 2018, 00:00 4751 ნახვა

17 მაისს, 19:00-დან 23:00 სთ-მდე მემედ აბაშიძის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.  საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. 

მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში ფლეშმობი და სხვა ღონისძიებები მოეწყობა.

''ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მემედ აბაშიძის გამზირი გადაიკეტება 26 მაისის ქუჩის კვეთასთან, ხოლო ვაჟა-ფშაველას ქუჩა კლდიაშვილის ქუჩის კვეთასთან'' - წერია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 საგზაო მოძრაობის შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტის გამო მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის. 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით, 26 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება. მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში, საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ  მემორიალური დაფები განთავსდება, უმაღლეს სასწავლებლებში მოეწყობა ქართული კუთხეები. ვილნიუსში კი, საქართველოს სახელობის ქუჩა გაიხსნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი