შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას საქართველოს პარლამენტში, პარასკევს, 18 მაისს მოუსმენენ. საპარლამენტო მოსმენის თარიღი, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან სამუშაო შეხვედრის დროს დაზუსტდა.
გიორგი გახარიასთან პარლამენტარებს კითხვები 12 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ გაუჩნდათ. სხდომაზე სპეცოპერაციის ჩატარების დეტალებზე და მის აუცილებლობაზე, ნარკოპოლიტიკასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ.
უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, მინისტრთან შეკითხვები აქვს როგორც მმართველი გუნდის დეპუტატებს, ასევე ოპოზიციის წევრებს.